პოლიტიკა

პიტერ სიიარტო – ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ უნგრეთი გადახედავს თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რომელიც ბოლო დროს მიკერძოებულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა

ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ უნგრეთი გადახედავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო წერს.

„ბოლო დროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გადაიქცა მიკერძოებულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად და მოახდინა მთელი საერთაშორისო სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. მისმა გადაწყვეტილებებმა მხოლოდ ხელი შეუწყო არასტაბილურობის გამწვავებას მსოფლიოს ისედაც რთულ რეგიონებში. უნგრეთი ასევე გადახედავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხს“, – აღნიშნა სიიარტომ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეებისა და მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებებზე მუშაობენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,935,370 ნახვა