უკრაინა ეძებს ფულს მნიშვნელოვანი პროგრამებისთვის, რომლებიც მანამდე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ფინანსდებოდა და უკვე აქვს დაფინანსების წყაროებთან დაკავშიებით წინასწარი გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
„მოლაპარაკებები გრძელდება. უკრაინის მთავრობაში მინისტრებმა უკვე გამართეს შეხვედრები კრიტიკულ პროგრამებთან დაკავშირებით – ეს არის ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ციფრული ტრანსფორმაციის და იუსტიციის სამინისტროები“, – განაცხადა სტეფანიშინამ.
მისი თქმით, უკვე არის წინასწარი გადაწყვეტილებები, სადაც შესაძლებელია აღდგენის, ენერგეტიკული მდგრადობისა დ აკიბერუსაფრთხოების პროექტებისთვის სასწრაფო დაფინანსების მოზიდვა.
„ჩვენ ასევე ველოდებით, რომ ევროკომისია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან უახლოეს დღეებში განაცხადებს პოზიციას საკონკურსო კომისიების მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით სასამართლო და ანტიკორუფციული ვერტიკალის საკვანძო წევრების ასარჩევად“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
მანამდე, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო შეფერხდა გარკვეული კომისიების მუშაობა, რომლებიც მოსამართლეების შერჩევაში მონაწილეობენ.