Uncategorized

WP: სირიის ახალი ხელისუფლება რუსეთის ორ ბაზას თავის ტერიტორიაზე შეინარჩუნებს, თუ ეს მისთვის მომგებიანი იქნება

სირიის გარდამავალი მთავრობის თავდაცვის მინისტრის, მურჰაფ აბუ ქასრას განცხადებით, ისინი ტარტუსსა და ხმეიმიმში რუსულ სამხედრო ბაზებს შეინარჩუნებენ, თუ ეს სირიისთვის მომგებიანი იქნება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

„თუ ჩვენ ამით [რუსული ბაზების შენარჩუნებით] სირიისთვის მოგებას ვნახავთ, კი“, – ციტირებს ამერიკული გაზეთი მურჰაფ აბუ კასრას.

როგორც სირიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ვინაიდან „პოლიტიკაში მუდმივი მტრები არ არსებობენ“.

„შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობა იმგვარად აღდგეს, რომ, პირველ რიგში, ისინი სირიის ინტერესებს პასუხობდნენ, ხოლო შემდეგ რუსეთის“. – დასძინა მან.

ცნობისთვის, ტარტუსში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობს, ხოლო ლატაკიის პროვინციის ქალაქ ხმეიმიმში – რუსული ავიაბაზა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,935,136 ნახვა