პოლიტიკა

ოლგა სტეფანიშინა – უკრაინა ეძებს ფულს მნიშვნელოვანი პროგრამებისთვის, რომლებიც მანამდე USAID-ის მიერ ფინანსდებოდა და უკვე აქვს დაფინანსების წყაროებთან დაკავშიებით წინასწარი გადაწყვეტილებები

უკრაინა ეძებს ფულს მნიშვნელოვანი პროგრამებისთვის, რომლებიც მანამდე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ფინანსდებოდა და უკვე აქვს დაფინანსების წყაროებთან დაკავშიებით წინასწარი გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

„მოლაპარაკებები გრძელდება. უკრაინის მთავრობაში მინისტრებმა უკვე გამართეს შეხვედრები კრიტიკულ პროგრამებთან დაკავშირებით – ეს არის ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ციფრული ტრანსფორმაციის და იუსტიციის სამინისტროები“, – განაცხადა სტეფანიშინამ.

მისი თქმით, უკვე არის წინასწარი გადაწყვეტილებები, სადაც შესაძლებელია აღდგენის, ენერგეტიკული მდგრადობისა დ აკიბერუსაფრთხოების პროექტებისთვის სასწრაფო დაფინანსების მოზიდვა.

„ჩვენ ასევე ველოდებით, რომ ევროკომისია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან უახლოეს დღეებში განაცხადებს პოზიციას საკონკურსო კომისიების მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით სასამართლო და ანტიკორუფციული ვერტიკალის საკვანძო წევრების ასარჩევად“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

მანამდე, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო შეფერხდა გარკვეული კომისიების მუშაობა, რომლებიც მოსამართლეების შერჩევაში მონაწილეობენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,935,339 ნახვა