გიორგი გამსახურდია პარტია „დროას“ წარმომადგენლის მარიკა მიქიაშვილის შესახებ პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს და მიქიაშვილის ძველს სტატუსებს ურთავს, სადაც ის დონალდ ტრამპზე და ილონ მასკზე უარყოფითად წერს.
როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე მიქიაშვილი ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება და ავიწყდება, რომ ყველაფერს ინახავს არქივი.
მისივე თქმით, აზრი არ აქვს მარიკა მიქიაშვილის ახლანდელ უსუსურ აქტივობას, რადგან ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ოპოზიციას.
„ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ეხლა პრო-ამერიკელად გვევლინება. ამ უსახურ და უმგვანო არსებას, ასევე მის თანამოაზრეებს ავიწყდებათ რომ ყველაფერს ინახავს არქივი. აზრი არ აქვს მის ეხლანდელ უსუსურ აქტივობას. ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ!“ – წერს გიორგი გამსახურდია.