საგარეო პოლიტიკა

ტრამპმა ირანზე მაქსიმალური წნეხის გაზრდის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

J

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ის ირანზე მაქსიმალურ წნეხს გზრდის. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ჩემი, როგორც პრეზიდენტის, მთავარი პრიორიტეტი შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ირანის ისლამური რესპუბლიკის რევოლუციური თეოკრატიული მთავრობა 1979 წლიდან, შექმნის დღიდან, მტრულად არის განწყობილი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ. ირანი რჩება მსოფლიოში ტერორიზმის სპონსორ წამყვან სახელმწიფოდ და ეხმარება „ჰეზბოლას“, „ჰამასს“, „ჰუსიტებს“, „თალიბანს“, ალ-ქაიდას და სხვა ტერორისტულ ქსელებს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული“, – წერია ტრამპის განკარგულებაში.

ამ მიზნით ტრამპმა ცალკეული დავალებები მისცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სახაზინო დეპარტამენტს, გენერალურ პროკურორს.

ცნობისთვის, ტრამპი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც იყენებდა ირანზე მაქსიმალური წნეხის ტაქტიკას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,934,247 ნახვა