Uncategorized

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იყო.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული სამი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებმა – „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტმა თითოეულ განცხადებაზე ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების შემდეგ, მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეხუთე პუნქტის და პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეთ:

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ წევრებს: ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს, გიორგი ლემონჯავას, თენგიზ თევზაძეს, ცოტნე კობერიძეს, გიორგი კირთაძეს, ივანე ჭყონიას, ხათუნა სამნიძეს, ოქტაი ქაზუმოვს, მაია კოპალეიშვილს, ბორისი ყურუას, ანა გოგოლაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გიორგი იმედაშვილს, ელენე ხოშტარიას, სოფია გოლეთიანს, მარიკა არევაძეს, ანი ქავთარაძეს;

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრებს: თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ვაშაძეს, სოფიო ჯაფარიძეს, კობა ნაყოფიას, გაიოზ ჯაფარიძეს, პეტრე ცისკარიშვილს, გიორგი წერეთელს, ირაკლი ხვადაგიანს, თამარ კორძაიას, ირაკლი ფავლენიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ლაშა ბაქრაძეს, ანა წითლიძეს;

„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” წევრებს: მამუკა ხაზარაძეს, ანა დოლიძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ანა ნაცვლიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, ირაკლი კუპრაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, საბა ბუაძეს, სალომე სამადაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, თამარ ლალიაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ლევან სამუშიას, ფიქრია ჩიხრაძეს;

საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა კენჭსაყრელად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,934,243 ნახვა