“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, აშშ-მა უნდა განახორციელოს ზემოქმედება „ქართული ოცნების“ პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, როცა საქართველოს მოქალაქე და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე სუბიექტი, სხვა სახელმწიფოს ეუბნები, შენი ინტერესები დაიცავი ამ და ამ ქვეყანაშიო ( საქართველოშიო), ე.ი. შენ ქვეყნად კი არ მიგაჩნია საქართველო, არამედ შენთვის მხოლოდ ჯაშუშური საქმიანობის ტერიტორიაა.
“როცა საქართველოს მოქალაქე და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე სუბიექტი, სხვა სახელმწიფოს ეუბნები, შენი ინტერესები დაიცავი ამ და ამ ქვეყანაშიო ( საქართველოშიო), ე.ი. შენ ქვეყნად კი არ მიგაჩნია, არამედ შენთვის საქართველო ჯაშუშური საქმიანობის ტერიტორიაა მხოლოდ. რად უნდა ამ საკითხს გამოძიება, ეს გახლავთ უსამშობლობა და ჯაშუშობა. ასე მისდევდნენ და წერდნენ ქვეყნის გამყიდველები თავის დროზე ნოინებს, შაჰებს, სულთნებს, იმპერატორებსა თუ კრემლში ცეკას მდივნებს-შეხედეთ საქართველომ დამოუკიდებლობას აძლიერებს, სად ხართ, თქვენს ინტერესებს აღარ იცავთო?!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.