Uncategorized

მიხეილ ყაველაშვილი: თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციით მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, მჯერა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაძლიერების 4 წელი

ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„8 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრობამ დიდი პოლიტიკური გამოცდილება შემძინა. ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული წარმატება მინდა ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ. მჯერა, რომ ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაძლიერების 4 წელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,933,936 ნახვა