გუშინ, ჩვენს კლინიკაში აქციიდან 2 დაშავებული შემოიყვანეს – ერთი პაციენტი სტაციონარში თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.
„გუშინ, ჩვენს კლინიკაში 2 დაშავებული შემოიყვანეს. ერთი ჰოსპიტალიზებულია, მეორე ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ერთი პაციენტი სტაციონარში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე, ჯამში 31 პირი დააკავა, რომელთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დაკავებულთა დიდმა ნაწილმა, იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე უკვე დატოვა.