Uncategorized

დავით ქართველიშვილი: სად არის მათი რობინ დანიგანი, ჰერჩინსკი? ამოიღონ ხმა და თავის მარიონეტებს, აგენტებს ჩააბარონ ანგარიში და უთხრან სიმართლე – რა ელით მათ მომავალში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალების შემცირებულ რესურსსა და უცხოურ მხარდაჭერას მედიასთან ეხმიანება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ფინანსური რესურსის გარდა, რადიკალურ ოპოზიციას საელჩოების გამოეცალათ და აღარც მათი მხარდაჭერა აქვთ.

დავით ქართველიშვილი მოუწოდებს ელჩებს თავიანთ აგენტურას სიმართლე უთხრან – რა ელით მომავალში.

“წარმოიდგინეთ, რადიკალებს გამოეცალათ საელჩოები. სად არის მათი რობინ დანიგანი, ჰერჩინსკი? რატომ არიან ჩუმად? ამოიღონ ხმა! თავის მომხრეებს, მოკავშირეებს, გუშინდელ გამოზრდილ ლაქიებს, მარიონეტებს, აგენტებს ჩააბარონ ანგარიში და უთხრან სიმართლე – რა ელით მათ მომავალში. შთაბეჭდილება მრჩება, რომ რადიკალებს ამ სიმართლეს ვერავინ ვერ ეუბნება დღეს. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ აშშ-ს საელჩოში აი, ამ ორი კვირის განმავლობაში, დოკუმენტაციის განადგურების პროცესი მიმდინარეობს და სულ ვიყურები – ბოლი ხომ არ ამოდის შენობიდან,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,933,512 ნახვა