“დიფ სთეითის” ქსელები საქართველოში კვლავ აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი X-ზე წერს. მისი განცხადებით, საქართველოში ამერიკის საელჩოს განმარტების მიუხედავად, ფაქტები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ “დიფ სთეითი” კვლავ აგრძელებს საქმიანობას.
ლაშხის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტს პატივი უნდა სცენ.
“მიუხედავად აშშ-ის საელჩოს განმარტებებისა, ფაქტები თავისთავად მეტყველებს: “დიფ სთეითის” ქსელები საქართველოში კვლავ აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო. პატივი უნდა სცენ საქართველოს სუვერენიტეტს, დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე” – წერს მარიამ ლაშხი.
Facebook Comments Box