პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კარდინალურად შეიცვლება დაფინანსების გაცემის პრინციპი. ლომჯარია და გიგაური რომ გავლენის აგენტები არიან, ეს არ ნიშნავს, რომ მათი ორგანიზაციები კვლავ კოლოსალურ დაფინანსებას მიიღებენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიერ USAID-ისა და სხვა ორგანიზაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტას მედიასთან გამოეხმაურა.

მან აღნიშნა, რომ ახლა რადიკალური პროცესების დამფინანსებელი ორგანიზაციების ბოლო გაფართხალებაა, რადგან დაფინანსების გაცემის პრინციპი კარდინალურად შეიცვლება.

ზურაბ ქადაგიძის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ დონალდ ტრამპი ძლიერი ფინანსისტია, ბიუჯეტის უსაფუძვლოდ გახარჯვა გამორიცხული საკითხია და შესაბამისად, აუცილებლად მოხდება იმ პროგრამული ხარჯების კორექტირება, რომლებიც ამერიკის საზღვრებს გარეთ მიედინება.

„ეს არის მათი ბოლო გაფართხალება იმიტომ, რომ დაფინანსებაზე მტკიცებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარდინალურად შეიცვლება პრინციპი და ასეთი მეთოდი აღარ იქნება. ლომჯარია და გიგაური რომ გავლენის აგენტები არიან და დეპარტამენტის რომელიმე კურატორის დაქვემდებარებაში იმყოფებიან ეს არ ნიშნავს, რომ მათი ორგანიზაციები წერილის საფუძველზე კოლოსალურ დაფინანსებას მიიღებენ. და მეორე საკითხი – ტრამპი არის ძლიერი ფინანსისტი და ძლიერი ფინანსისტის თვისებაა, რომ მის ხელთ არსებულ ბიუჯეტს უსაფუძვლოდ არ გახარჯავს. აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად დაიწყებს ნებისმიერი პროგრამული ხარჯის კორექტირებას, რომელიც მიემართება საზღვრებს გარეთ. ოღონდ, ისიც იმ შემთხვევაში თუ გადაწყდა, რომ ამ დონორებმა, რესურსების გამტარმა ორგანიზაციებმა უნდა შეძლონ საზღვრებს გარეთ ამერიკული ფულის გატანა. ეს ცვლილებები გულისხმობს გაცილებით მეტ გახმაურებულ დაკავებებს, სკანდალებს და მეტ ინფორმაციას,“- აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,933,445 ნახვა