პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: აუცილებელია, რომ ის სისტემური, მიზანმიმართული მავნებლობა, რაც ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ხორციელდებოდა, გამოძიებულ იქნას

„როცა ნაცმოძრაობის დანაშაულებზე ვსაუბრობთ, მათი რეჟიმის ერთ-ერთი უბნელესი ლაქა არის 2008 წლის ომი. ზოგი ფიქრობს, რომ ამ დანაშაულების გამოძიების პროცესი ცოტა გვიანაც კი დაიწყო, მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს საერთაშორისო დავები ჰქონდა დასასრულებელი რუსეთთან და ოკუპანტს შესაძლოა საშუალება მისცემოდა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო დავის დროს გამოეყენებინა ეს ფაქტები“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, საგამოძიებო კომისიის შესახებ თემაზე კომენტირებისას, რომელმაც ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმი უნდა შეისწავლოს.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, აუცილებელია, რომ ის სისტემური, მიზანმიმართული მავნებლობა, რაც ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ხორციელდებოდა, გამოძიებულ იქნას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა და ყველა საერთაშორისო დავა მოიგო ოკუპანტთან, მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობა ცდილობდა საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას. ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ ჯერ ევროპელებს დეკლარირებულად ათქმევინეს, რომ საქართველო იყო ომის გამჩაღებელი და მერე ქართული ჯარიც დაადანაშაულეს ამაში. საბედნიეროდ, „ქართული ოცნების“ პირობებში ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და საქართველო აბსოლუტურად წელგამართულია რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო თვალსაზრისით. ახლა კი, უკვე აუცილებელია, რომ ეს სისტემური, მიზანმიმართული მავნებლობა, რაც ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ხორციელდებოდა, გამოძიებულ იქნას. ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო „ქართული ოცნების“ დაპირება, რომელმაც ძალიან სწორად იმუშავა, რადგან უკვე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც იმედგაცრუებულები იყვნენ, რადგან ხედავდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა ყელყელაობას, რომელთა დანაშაულზე გონივრულ ეჭვზე მეტი არსებობს“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,933,432 ნახვა