უცხოური მედია

„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, – ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვასა და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავდა. ამ განცხადებიდან მალევე, სააგენტოს ვებგვერდი გაითიშა. ის დღემდე არ არის აღდგენილი.დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ“. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,933,474 ნახვა