პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: არავის ეგონოს, რომ მასკის მხრიდან ადგილი აქვს თვითშემოქმედებას – იგი აჟღერებს პრეზიდენტისა და ახალი ადმინისტრაციის პოზიციას

„ჩვენ „დიფ-სთეითის“ მძევლობაში ვიყავით მთელი 12 წელი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და დასძინა, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს საქართველოს ხელჩართული ბრძოლა ჰქონდა „დიფ-სთეითთან“.

ექსპერტის თქმითვე, ილონ მასკი, რომელმაც „დიფ-სთეითი“ უკვე გამოაცხადა მთავარ ბოროტებად, ამ საკითხზე აჟღერებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიციას.

„ის, რაც დღეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში შინაარსობრივად მაგონებს 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ ყველას გვეგონა, რომ რაღაც დასრულდა და რაღაც იწყება. არაფერი დასრულებულა, მაგრამ რაღაც მართლა დაიწყო. ის, რაც დღეს ამერიკაში ხდება, ამით მართლაც რაღაც დაიწყო – დაიწყო იმ ძალის დასუსტების დეკლარირებული, დაანონსებული პროგრამა და პოლიტიკა, რასაც ჰქვია „დიფ-სთეითის“ დასუსტება. იმ „დიფ-სთეითის“, რომელიც გვიყალიბებდა დღის წესრიგს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე. ჩვენ „დიფ-სთეითის“ მძევლობაში ვიყავით მთელი 12 წელი. განსაკუთრებით კი ბოლო 4 წლის მანძილზე. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენ გვქონდა ხელჩართული ბრძოლა წესების გარეშე ძლიერ, დაუნდობელ და მსოფლიოს ერთ-ერთ კულუარულ და კატაკომბური მმართველის წინააღმდეგ, რომელიც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მთავარ მოწინააღმდეგედ არის გამოცხადებული. მისი ბოროტებად გამოცხადების მთავარი მეგაფონი ილონ მასკია, რომელიც აჟღერებს პრეზიდენტისა და ახალი ადმინისტრაციის პოზიციას და არავის ეგონოს, რომ მასკის მხრიდან ადგილი აქვს თვითშემოქმედებას. მასკის ნათქვამი სიტყვა, დაწერილი ტვიტი სოციალურ ქსელში თუ მის მიერვე შექმნილ პატარა, მაგრამ მკაფიო ვიდეო რგოლი, რომელიც საქართველოში მიმდინარე სიმახინჯეებს და სისულელეს მოიცავს, არავის ეგონოს, რომ მისი პიროვნული შეხედულებაა. ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,933,432 ნახვა