პოლიტიკა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მამუკა მამულაშვილზე- აღნიშნულმა პირმა დაზვერვის მთავარი სამმართველოს საერთაშორისო ლეგიონთან კონტრაქტი 2023 წლის აპრილში შეწყვიტა და არ გაუხანგრძლივებია

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები სლოვაკეთის საპროტესტო აქციებში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოფიციალურად იუწყება, რომ მის სტრუქტურაში დანაყოფი, სახელწოდებით „ქართული ეროვნული ლეგიონი“ არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის სამსახურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ლეგიონი“ არის მრავალეროვნული აქტიური ოპერაციული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ბრძოლებში ფრონტის ყველაზე ცხელ რაიონებში და არ ახორციელებს არანაირ ჰიბრიდულ ქმედებებს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

„ქართული ლეგიონის“ ლიდერის, მამუკა მამულაშვილის მიმართ ფიცოს ბრალდებებთან დაკავშირებით სადაზვერვო სამსახური წერს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის დაზვერვასთან და არ იღებს რაიმე დავალებას და ბრძანებას მისგან.

„აღნიშნულმა პირმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს საერთაშორისო ლეგიონთან კონტრაქტი 2023 წლის აპრილში შეწყვიტა და არ გაუხანგრძლივებია“, – აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

ცნობისთვის, სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და  მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,669 ნახვა