პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: მსგავსი ქმედებებისთვის ტელევიზიებს უნდა შეუჩერდეს ლიცენზია, როგორც მინიმუმ! ხოლო მსგავსი ფეიკ-სიუჟეტების დამკვეთის წინააღმდეგ – დაწესდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„სააკაშვილის დროს ამ სოფელში გარკვეული მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო ქონებას – გატანილი იქნა აუქციონზე, სადაც ის “შეისყიდა” ადგილობრივმა მაცხოვრებელმა (რეალურად მის უკან არაბი ინვესტორი იდგა)“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა შეჩერდა, ქონება და ტერიტორია დაყადაღებულია და სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„ერთ-ერთი ტელევიზია ბოროტად სარგებლობს იმით, რომ “მაუწყებლობის შესახებ კანონი” სათანადოდ არ სჯის დეზინფორმაციას და ცილისწამებას. ამიტომაც არის გასამკაცრებელი მსგავსი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა. უკანასკნელ გახმაურებულ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით წამოვიდა სიცრუის ტალღა ხელისუფლების დისკრიმინაციის მიზნით. საუბარი ეხება თელავის რაიონის სოფ. ჯუღაანში არარსებულ ე.წ. “არაბულ დასახლებას”, რაც გაუგონარი ტყუილია. სააკაშვილის დროს ამ სოფელში გარკვეული მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო ქონებას – გატანილი იქნა აუქციონზე, სადაც ის “შეისყიდა” ადგილობრივმა მაცხოვრებელმა (რეალურად მის უკან არაბი ინვესტორი იდგა). აღნიშნული ქართველი მეპატრონე ერთ თვეში გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში. ამის მერე შემოღობილ ტერიტორიაზე დაიწყო კოტეჯების მშენებლობა, სადაც სავარაუდოდ უცხოელები უნდა ჩამოესახლებინათ. ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლისთანავე ეს მშენებლობა შეჩერებული იქნა, სახელმწიფომ ინვესტორთან სასამართლო დავა წამოიწყო, ქონება და ტერიტორია დაყადაღებული იქნა. სასამართლო პროცესი დღემდე არ დასრულებულა, ხოლო დაყადაღებულ ობიექტს დღემდე იცავენ დაქირავებული ადგილობრივი დარაჯები.

ტელევიზია, რომელმაც ამის შესახებ ანტისახელისუფლებო ზღაპარი შეთხზა – მოიქცა, როგორც დეზინფორმაციის და სიცრუის განზრახ გამავრცელებელი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი. არანაირი ჩამოსახლებული არაბები და არანაირი მშენებარე მეჩეთი! ამიტომაც, მსგავსი ქმედებებისთვის – ტელევიზიებს უნდა შეუჩერდეს ლიცენზია, როგორც მინიმუმ! ხოლო მსგავსი ფეიკ-სიუჟეტების დამკვეთის წინააღმდეგ – დაწესდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა!“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,601 ნახვა