პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ხელწერილით გათავისუფლებიდან სულ მალე, მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ, თავმოყვარე ქვეყანაში წარმოადგენს დანაშაულს – სრული მანიპულაციაა იმაზე საუბარი, რომ უდანაშაულოდ იქნა ვინმე დაკავებული

არ შეიძლება შიმშილი იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიმართ შანტაჟის იარაღად, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, საზოგადოებამ იხილა, რომ ამაღლობელი, ხელწერილით გათავისუფლებიდან მალევე, თავს დაესხა პოლიციელს, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ და თავმოყვარე ქვეყანაში დასჯადია. მათიკაშვილის თქმით, ამავე შეხედულებას იზიარებენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

„ჩვენ რომ გავყვეთ ქრონოლოგიას, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ქალბატონმა ჯერ სცადა პოლიციელებზე პირდაპირ სტიკერების მიკვრა, რის გამოც იყო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული, ხელწერილით გათავისუფლებიდან სულ მალე, ის თავს დაესხა და ხელი დაარტყა პოლიციელს, ეს საზოგადოებამ იხილა, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ, თავმოყვარე ქვეყანაში წარმოადგენს დანაშაულს და დამნაშავე პირი ისჯება. იმავეს აცხადებენ აშშ-ის ადმინისტრაციის ახალი კანდიდატი წევრები და რა თქმა უნდა, საქართველო ამ პოზიციას იცავს. ასე რომ, სრული მანიპულაციაა იმაზე საუბარი, რომ უდანაშაულოდ იქნა ვინმე დაკავებული. მზია ამაღლობელის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე არ უკავშირდება მისი, როგორც ჟურნალისტის საქმიანობას. ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, ამ ქალბატონს ჯანმრთელობა ვუსურვოთ, შეწყვიტოს შიმშილობის აქცია და ითანამშრომლოს გამოძიებასთან მისივე ინტერესების გათვალისწინებით.“ – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,842 ნახვა