პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – გამოჩნდა, ვინ აზიანებდა თურმე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას

x

„იუესეიდია“ სწორედ ის ორგანიზაცია, საიდანაც შავი ფული რევოლუციებისთვის, არეულობებისთვის არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ირიცხებოდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ „იუესეიდის“ გადარიცხვები გახდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანების საფუძველი.

„„იუესეიდი“ იყო სწორედ ის ორგანიზაცია, საიდანაც შავი ფული რევოლუციებისთვის, არეულობებისთვის არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ირიცხებოდა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყნის პასუხისმგებლობა გვაქვს, ამიტომ „იუესეიდის“ არაერთ წარმომადგენელს შეხვდა პრემიერი თუ პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ შეხვედრა ჰქონდა „იუესაიდის“ ხელმძღვანელობასთან, პროგრამის ხელმძღვანელობასთან და მათთან ჰქონდა თხოვნა, რომ ეჩვენებინათ, ფულს სად ხარჯავდნენ და მათგან უარი მიიღო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიზანია, კონტროლქვეშ მოექცეს, მათ შორის, „იუესეიდის“ მიერ თანხების გადარიცხვა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც გვაბრალებდნენ ანტიამერიკულ განცხადებებს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანებას, ახლა გამოჩნდა, ვინ აზიანებდა თურმე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას. სწორედ „იუესეიდის“ არასწორი გადარიცხვები გახდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანების საფუძველი. ეს არის მიზანი, რის გამოც დღევანდელი ადმინისტრაცია უკრძალავს და კონტროლქვეშ აქცევს, რომ არ დაზიანდეს ამერიკის რეპუტაცია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამბობდა, რომ პრობლემები არ ჰქონდა არც ამერიკასთან და არც ამერიკელებთან.

„ვამბობდით, რომ გვქონდა ამერიკის წინა ადმინისტრაციასთან პრობლემა, რომელიც, მათ შორის, ამერიკასაც ძალიან ცუდ საქმეს უკეთებდა. ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტა და მოიყვანა დღევანდელი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში, რომელმაც თქვა, რომ წამოწევს ამერიკის რეპუტაციას და სხვა ქვეყნებთან დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,697 ნახვა