პოლიტიკა

ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

ჯგუფ „დაიტოვეს“ წევრებმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელეს, რომ მათ საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ადვოკატის თანდასწრებით ჩხრეკა ჩატარდა ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ ბინაში.

არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე, რომლის ბინაშიც ჩხრეკა მიმდინარეობდა, დააკავეს.

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი ილია ღლონტი სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს. მანამდე ჩხრეკა ჩატარდა მის სახლშიც.

შსს-მ გამოძიება ორი – სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიური მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,669 ნახვა