ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ქართული ოცნების” წევრის, ალუდა ღუდუშაურის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება. როგორც ფოჩხუა წერს, ამ მივარდნების უკან ყოველთვის დგანან დაინტერესებული პირები, როგორიც არის, “ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის civil idea-ს თანამშრომლები”.
მისივე თქმით, ალუდა ღუდუშაურს ამით არაფერი დააკლდება, ამათი სახე კი სულ უფრო და უფრო ზედაპირზე ამოდის.
“მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ალუდა ღუდუშაური თურმე რუსეთის მოქალაქე ყოფილა, რა სასაცილოა. ამ მივარდნების უკან ყოველთვის დგანან დაინტერესებული პირები, აი ესეც, ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის civil idea-ს თანამშრომლები. აი რა ხალხია ენჯეო სექტორში, ყველაფრის მკადრებლები, შუბლზე ძარღვგაწყვეტილები. ალუდას ამით არაფერი დააკლდება, ამათი სახე კი სულ უფრო და უფრო ზედაპირზე ამოდის.”- წერს ფოჩხუა.