აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პირველი საგარეო ვიზიტით პანამაში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებბ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ვიზიტამდე, პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან არხის საკუთრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მოხდება. პანამის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუბიოს ვიზიტი ყურადღებას გაამახვილებს საერთო ინტერესებზე, როგორიცაა მიგრაცია და ნარკოტიკების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა.
მარკო რუბიოს განცხადებით, ტრამპის მხრიდან პანამის არხზე კონტროლის აღების სურვილი გამოწვეულია ეროვნული უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 1-6 თებერვალს მარკო რუბიო პანამასთან ერთად ასევე ესტუმრება სალვადორს, კოსტა რიკას, გუატემალასა და დომინიკის რესპუბლიკას.
Facebook Comments Box