პოლიტიკა

მარკო რუბიო: არაკეთილსინდისიერი იყო ის, რომ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხს, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა და უკან დაახევინებდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც მსოფლიო იყო 2012 ან 2014 წელს

J

არაკეთილსინდისიერი იყო ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხს, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა და უკან დაახევინებდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც მსოფლიო იყო 2012 ან 2014 წელს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„რაც პუტინმა გააკეთა საშინელება იყო. ქვეყანაში [უკრაინაში] შეჭრა, სისასტიკე, რომელიც მან ჩაიდინა, მაგრამ არაკეთილსინდისიერი იყო ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხი, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა და უკან დაახევინებდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც მსოფლიო იყო 2012 ან 2014 წელს, ვიდრე რუსები ყირიმს აიღებდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მარკო რუბიოს თქმით, უკრაინა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ითხოვს გამოუვალი მდგომარეობის დაფინანსებას, რაც ომის გაჭიანურებასა და ადამიანთა ტანჯვის გაგრძელებას იწვევს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ხედვა ნათელია – ეს ომი უნდა დასრულდეს, და რაც შეიძლება მალე, რაც შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების გზით.

მისი თქმით, ნებისმიერ მოლაპარაკებაში ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა.

„ეს რთული დიპლომატიური პროცესია, მაგრამ მოლაპარაკების ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს და ამას დრო დასჭირდება, თუმცა გვყავს პრეზიდენტი, რომელიც აღიარებს, რომ ჩვენი მიზანი კონფლიქტის დასრულებაა და ის უნდა დასრულდეს ისე, რომ გრძელვადიანი იყოს. ვფიქრობ, დემოკრატების მზარდი რაოდენობაც კი აღიარებს, რომ რასაც ჩვენ ვაფინანსებთ არის გამოუვალი მდგომარეობა, გაჭიანურებული კონფლიქტი და, შესაძლოა, გამოუვალ მდგომარეობაზეც უარესიც კი, როდესაც თანდათანობით უკრაინა ნადგურდება და უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს. ასე რომ, ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს“, – დასძინა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,022 ნახვა