პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: პოლიტიკურ სვავებს მიმსგავსებული უსამშობლო რადიკალები სხვადასხვა დროს ბაჩალიაშვილის, სარალიძის, შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტებს ბინძური პროპაგანდისთვის იყენებდნენ – ბოლო რამდენიმე დღეა კიდევ ერთხელ ვადევნებთ თვალს მორიგ ამორალურ კამპანიას, რომელიც თბილისში მოზარდის გარდაცვალებას უკავშირდება

ტრაგედიით მანიპულირება, ადამიანების გარდაცვალებით პოლიტიკური ქულების დაწერა კრებსითი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რომ ბუნებრივი ამბავია, ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის,  – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

მისი განცხადებით, კრებსითმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ სცადა ადამიანური ტრაგედიების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება და ხელისუფლების დამხობა, თუმცა, საბოლოოდ, ქართულმა საზოგადოებამ ერთმანეთისგან გაარჩია დამნაშავე და ტრაგედიით მოსარგებლე. 

„ტრაგედიით მანიპულირება, ადამიანების გარდაცვალებით პოლიტიკური ქულების დაწერა კრებსითი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რომ ბუნებრივი ამბავია, ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. წლების განმავლობაში ჯაშუშებით დაკომპლექტებულმა პოლიტიკურმა პარტიამ არაერთხელ სცადა ადამიანური ტრაგედიების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება და ხელისუფლების დამხობა. მაგალითი ბევრია – პოლიტიკურ სვავებს მიმსგავსებული უსამშობლო რადიკალები სხვადასხვა დროს ბაჩალიაშვილის, სარალიძის, შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტებს ბინძური პროპაგანდისთვის იყენებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში სიმართლემ თავი არ დამალა და ქართულმა საზოგადოებამ გაარჩია დამნაშავე და ტრაგედიით მოსარგებლე ერთმანეთისგან.“ –  წერს შათირიშვილი.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოება „პოლიტიკური სვავების“ მორიგ ამორალურ კამპანიას ადევნებს თვალს, რომელიც თბილისში არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება. კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები კი ცდილობენ ხან მერია, ხან სამართალდამცავი უწყებები, ხან კი სამედიცინო ბრიგადები დაადანაშაულონ ტრაგედიაში.

„ბოლო რამდენიმე დღეა კიდევ ერთხელ ვადევნებთ თვალს პოლიტიკური სვავების მორიგ ამორალურ კამპანიას, რომელიც თბილისში მოზარდის გარდაცვალებას უკავშირდება. ყველაფერი ჯაშუშური ქსელის მიერ კონტროლირებადმა მედიამ დაიწყო, რომელმაც გაავრცელა ტყუილი, თითქოს სკოლის მოსწავლე რიყის პარკში, თხრილში ჩავარდა და ამის გამო გარდაიცვალა. ამ ბინძურმა სიცრუემ ბიძგი მისცა უბინძურეს კამპანიას – კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები ხან მერიას, ხან სამართალდამცავ უწყებებს, ხან სამედიცინო ბრიგადებს ადანაშაულებდნენ ტრაგედიაში. სიმართლე კი მალე გაირკვა – როგორც აღმოჩნდა, მოზარდი, მეგობრებთან ერთად, რიყის პარკში მდებარე ეგრეთწოდებულ „გრაფინებში“, კერძო საკუთრებაში შევიდა, სადაც ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა.“ –  წერს ზაზა შათირიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,232 ნახვა