„დონალდ ტრამპის გაცხადებული აუდიტის ჩატარების წარმატებით მიმდინარეობის ფარგლებში, მისი ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში – ყველა სახელმწიფოს ხელისუფლება, საქართველოს ჩათვლით, დარწმუნებული ვარ, დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ამერიკის ხელისუფლებასთან,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
ექსპერტის თქმით, USAID-ი საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას გაშმაგებული ებრძოდა და ეს მაშინ, როცა USAID-ის მხრიდან 30 მილიონი დოლარის ღირებულების სამი არამომგებიანი გრანტის მიზნობრიობა უკვე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.
„სანამ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ 90 დღე მოითხოვა „პანდორას ყუთის“ გასახსნელად და იმ აუდიტის ჩასატარებლად, რომელმაც მათ შორის წლების განმავლობაში USAID-ის ხაზით ქვეყნიდან გადასახადების გადამხდელთა უამრავი თანხების გადინების მიზნობრიობა უნდა დაადგინოს – ამ საქმეს ჰაკერები შეუდგნენ. სწორედ მათ შეაღწიეს ჯერჯერობით მხოლოდ ერთ-ერთ საიტში, საიდანაც გამოაშკარავდა 30 მილიონი დოლარის ღირებულების სამი არამომგებიანი გრანტების სია. არანაირი ინფორმაცია, თუ რას მოხმარდა კონკრეტულად ეს თანხა მოძიებული არაა. წერია მხოლოდ ის, რომ 20 მილიონზე მეტი “სამართლის უზენაესობას” მოხმარდა, 6 მილიონი დოლარი “მედიის გაძლიერებას”, “სამოქალაქო განათლებას” კი 3 მილიონ დოლარზე მეტი.
უცნობია, რა კონკრეტულ აქტივობებში დაიხარჯა ეს თანხები და რამდენად მოემსახურა საჯაროდ გაცხადებულ მიზანს.
საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკანასკნელ წლებში სწორედ USAID იქნა მხილებული ან არამიზნობრივ ხარჯებში, ან რეალური დაფინანსების მიზნებზე აშკარა სიცრუის ტირაჟირებაში. 2014 წლიდან დაწყებული USAID-ის ხაზით უამრავი თანხები გატარდა უკრაინის “ენჯეო” სექტორის, “დემოკრატიული რეფორმების გატარებასა” და “კორუფციასთან ბრძოლის” დეკლარირებული მიზნით. მიუხედავად “ამისთვის” დახარჯული მილიონებისა, 2020 წლის სექტემბერში “ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულებების შემოწმების მიზნით კიევში ჩასულმა ექს-ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ არანაირი “დემოკრატიული” თუ “ანტიკორუფციული” რეფორმა უკრაინაში არ ჩატარებულა.
გამოდის, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი მილიონები სულ სხვა მიზნებისთვის “შეიჭამა”. უამრავი თანხა დაიხარჯა USAID-ის ხაზით 2014-2017 წ.წ. ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის და ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების წახალისების მიზნით შემოდიოდა გრანტების ძირითადი ნაწილი. “დემოკრატიული აქტივისტების” მხარდაჭერის მიზნით შედიოდა ჰონგ-კონგში 2019-2020 წ.წ. სოლიდური თანხები ასევე USAID-ის ხაზით. დაუფარავად მოქმედებდა USAID-ის ფინანსური ჩარევის “მანქანა” 2020 წელს ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობისას, როდესაც მათი მხრიდან ღიად იყო გაცხადებული “სამოქალაქო საზოგადოებისა” და ” დამოუკიდებელი მედიის” ფინანსური მხარდაჭერა. იმავე პროცესებს ჰქონდა ადგილი კუბასა და ნიკარაგუაში. დონალდ ტრამპის გაცხადებული აუდიტის ჩატარების წარმატებით მიმდინარეობის ფარგლებში, მისი ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში – ყველა ჩამოთვლილი სახელმწიფოს ხელისუფლება, საქართველოს ჩათვლით, დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ამერიკის ხელისუფლებასთან. მათ შორის, სწორედ იმ “გამჭვირვალობის კანონის” ფარგლებში, რომლის მიღების წინააღმდეგ USAID-ის არამიზნობრივი დაფინანსების წამქეზებელი და წყარო, ბაიდენის ადმინისტრაციის სახით – ასე გაშმაგებულად გვებრძოდა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.