Uncategorized

ბრიტანელი ფერმერები ფრინველის გრიპმა პანიკაში ჩააგდო. ისინი მთავრობას ვაქცინაციის გეგმის განხორციელებისკენ მოუწოდებენ

ბრიტანელი ფერმერები მთავრობას ვაქცინაციის გეგმის განხორციელებისკენ მოუწოდებენ, რათა დაიცვან საკუთარი ფერმები „გამანადგურებელი“ ფრინველის გრიპისგან, რომელიც დიდ ბრიტანეთში მძვინვარებს, – იუწყება BBC-ი.

ამჟამად დიდ ბრიტანეთში ფრინველის გრიპზე ვაქცინაცია აკრძალულია. ბრიტანეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ მკაცრი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და ინფიცირებული ფრინველის განადგურება დაავადებასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებებია.

მკაცრი ჰიგიენური ზომები მიღებულია ინგლისის, უელსის და შოტლანდიის ფერმებში, სადაც ფრინველის გრიპის შემთხვევები მატულობს.

სპეციალისტების თქმით, ფრინველის გრიპის ადამიანებზე გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა სპეციალისტებმა ერთი შემთხვევა უკვე გამოავლინეს. ინფექციონისტების თქმით, ეს იშვიათი შემთხვევაა. ინფიცირებული მამაკაცი სიმპტომების გამოვლენისთანავე იზოლაციაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ფრინველის ხორცისა და კვერცხის მოხმარებას, სწორი დამუშავების შემთხვევაში პროდუქტები უსაფრთხოა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,025 ნახვა