უცხოური მედია

CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია FBI-ს ხელმძღვანელობას გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) უმაღლესი თანამდებობის პირებს გადადგომას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გათავისუფლებით ემუქრება. ინფორმაციას CBS News-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ გადადგომისკენ მოუწოდა ისეთი თანამდებობის პირებს, რომელთან ზოგიერთი FBI-ში აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობს და ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის საქმეები აბარია.

ცვლილებები გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი პირების საქმიანობის გამოძიების ნაწილია, ირწმუნებიან ტელეარხის წყაროები.

CBS News-ის ცნობით, საუბარი გათავისუფლებებზე მას შემდეგ დაიწყო, რაც FBI-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ტრამპის მიერ წარდგენილ კეშ პატელს კონგრესის სენატში უსმენდნენ. სენატში პატელი ცდილობდა დაერწმუნებინა კანონმდებლები, რომ ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,043 ნახვა