პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი რიყის პარკში გარდაცვლილ მოზარდზე: რადგან პოლიტიკურმა სვავებმა კიდევ ერთი ტრაგედიის გამოყენება სცადეს ვიწროპარტიული მიზნებისთვის, მაშინ მე გეტყვით ვინ არის ამ ტრაგედიაში დამნაშავე – მოზარდის გარდაცვალება პირადად თქვენი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის სინდისზეა

ბოლო რამდენიმე დღეა კიდევ ერთხელ ვადევნებთ თვალს პოლიტიკური სვავების მორიგ ამორალურ კამპანიას, რომელიც თბილისში მოზარდის გარდაცვალებას უკავშირდება. ყველაფერი ჯაშუშური ქსელის მიერ კონტროლირებადმა მედიამ დაიწყო, რომელმაც გაავრცელა ტყუილი, თითქოს სკოლის მოსწავლე რიყის პარკში, თხრილში ჩავარდა და ამის გამო გარდაიცვალა,  –  წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.

როგორც შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ სიცრუემ ბიძგი მისცა უბინძურეს კამპანიას – „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წევრები ამ ტრაგედიაში დამნაშავის პოვნას ცდილობდნენ. შესაბამისად, ოპოზიციამ კიდევ ერთი ტრაგედიის გამოყენება სცადა ვიწროპარტიული მიზნებისთვის, თუმცა, შათირიშვილის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალება პირადად მიხეილ სააკაშვილის სინდისზეა. 

„ამ ბინძურმა სიცრუემ ბიძგი მისცა უბინძურეს კამპანიას – კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები ხან მერიას, ხან სამართალდამცავ უწყებებს, ხან სამედიცინო ბრიგადებს ადანაშაულებდნენ ტრაგედიაში. სიმართლე კი მალე გაირკვა – როგორც აღმოჩნდა, მოზარდი მეგობრებთან ერთად, რიყის პარკში მდებარე ეგრეთწოდებულ „გრაფინებში“, კერძო საკუთრებაში შევიდა, სადაც ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 

რადგან ამ ტრაგედიაში კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ დამნაშავის ძიება დაიწყო და ტალახი ესროლა ყველას, ვინც პოლიტიკური ოპონენტია, რადგან პოლიტიკურმა სვავებმა კიდევ ერთი ტრაგედიის გამოყენება სცადეს ვიწროპარტიული მიზნებისთვის, მაშინ მე გეტყვით ვინ არის ამ ტრაგედიაში დამნაშავე – მოზარდი გარდაცვალება პირადად თქვენი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის სინდისზეა.“ –  ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის დროს ბევრი ახირება მოახვია თავს თბილისს, მათ შორის კი რიყის პარკში ე.წ. „რიყის დოქების“ ჩადგმა იყო, რომელიც, შათირიშვილის შეფასებით, იმდენად უკონტექსტოა, რომ ვერც ერთმა ინვესტორმა დანიშნულება ვერ მოუძებნა. 

„კრიმინალმა სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ბევრი ახირება მოახვია თავს თბილისს, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით უზნეო და ფაქტობრივად, დანაშაულის ტოლფასი სწორედ რიყის პარკში ამ უმახინჯესი  და ადგილისთვის არაავთენტური „გრაფინების“ ჩადგმა იყო. თბილისის ისტორიული იერსახისთვის სრულიად უკონტექსტო შენობას წლებია ვერც ერთმა ინვესტორმა ვერაფერი მოუხერხა. მრავალჯერ ეცადა როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მთავრობა შენობისთვის ფუნქცია მოეძებნა, მაგრამ იმდენად რთული, ადგილისთვის არაბუნებრივი და მოუხერხებელია „გრაფინები“, რომ ფაქტობრივად წარმოუდგენელია მისი გამოყენება. ახლაც კი, როდესაც შენობას კერძო ინვესტორი ფლობს, ფიზიკურად ვერ ხერხდება მისთვის ფუნქციის მინიჭება.“ –  წერს შათირიშვილი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,192 ნახვა