პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ასამბლეაზე ძალიან აქტიურობდა პატარა ჯგუფი, რომელიც ზიზღითა და აგრესიით გამოირჩეოდა საქართველოს მიმართ და რომლის უკან, დიდი ალბათობით, ფული დგას – ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი დიდ ხმაურს ქმნიდა

„იმ [ჩვენთვის მიუღებელი] რეზოლუციის მიღებაში არა მხოლოდ უკრაინის დელეგაციამ ითამაშა თავისი როლი, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც, მათ შორის, შვედებმაც, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასამბლეაზე ძალიან აქტიურობდა პატარა ჯგუფი, რომელიც ზიზღითა და აგრესიით გამოირჩეოდა საქართველოს მიმართ და რომლის უკან, დიდი ალბათობით, ფული დგას.

„ასამბლეაზე იყო იმგვარი მცირერიცხოვანი დაჯგუფება, როგორიც გვყავს ქვეყანაშიც – აგრესიით, ზიზღით, სიძულვილით და ხმამაღლა ყვირილით რომ გამოირჩევიან, რითაც ჩანან კიდეც. იქაც ასე იყო – პატარა, გარკვეული ჯგუფი, რომლის უკანაც დიდი ალბათობით ფული დგას, ძალიან აქტიურობდა. მათ შორის იყვნენ უკრაინელები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ თავიანთ განცხადებებში საქართველოს მიმართ და ზიზღით სავსე ტონალობით საუბრობდნენ ჩვენ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი დიდ ხმაურს ქმნიდა. ასამბლეაზე ასეთი ვითარება იყო – ძალიან ბევრ ქვეყანას უბრალოდ არ აინტერესებდა ეს საკითხი და პასიურად მიჰყვებოდა დინებას და იყვნენ ჩვენი მხარდამჭერებიც, თუმცა, ისინი, რომელთაც გაბედეს და ეს მხარდაჭერა ხმამაღლა დააფიქსირეს, ცოტანი აღმოჩნდნენ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,266 ნახვა