პოლიტიკა

Reuters – ყოფილ ამერიკელ სენატორს ქრთამის აღებისა და უცხოური აგენტობის გამო 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ყოფილ ამერიკელ სენატორს ქრთამის აღებისა და უცხოური აგენტობის გამო 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ყოფილი ამერიკელი სენატორი, ბობ მენენდესი, რომელიც აშშ-ის სენატში ნიუ-ჯერსის შტატს 18 წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, გასული წლის ივლისში სასამართლომ 16-ვე ბრალდებაში, მათ შორის, კორუფციისა და თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო.

პროკურორების განცხადებით, ბობ მენენდესი ქრთამის აღების სანაცვლოდ ეგვიპტისთვის მილიონობით დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას უზრუნველყოფდა.

ბობ მენენდესი პირველი ამერიკელი სენატორია, რომელიც უცხოურ აგენტად მოქმედებისთვისაც გაასამართლეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,787 ნახვა