პოლიტიკა

FT: ევროკავშირში გაზსადენებით მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აღდგენაზე მსჯელობენ. ევროპელი ჩინოსნები რუსული გაზის შესყიდვის აღდგენას უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო პროცესს უკავშირებენ

ევროკავშირში გაზსადენებით მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აღდგენაზე მსჯელობენ. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

ევროპელი ჩინოსნები რუსული გაზის შესყიდვის აღდგენას უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო პროცესს უკავშირებენ.

გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი ევროპაში ენერგომატარებლებზე არსებულ მაღალ ფასებს შეამცირებს და, შესაძლოა, ასევე გახდეს კიდევ ერთი პირობა იმისა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდეს.

The Financial Times-ის ცნობით, რუსული გაზის იმპორტის აღდგენას ბრიუსელში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, ისინი, ვინც რამდენიმე წელი რუსულ ენერგომატარებლებზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებაზე მუშაობდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპელი ჩინოვნიკები განიხილავენ, ღირს თუ არა ევროკავშირში გაზსადენებით მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აღდგენა, რაც უკრაინაში ომის დამთავრების პოტენციურ დარეგულირების საკითხად შეიძლება იქცეს.

რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ეს ფასების დაწევას გამოიწვევს ევროპაში, მოსკოვს კი აიძულებს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მისცემს ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის მიზეზსა და საშუალებას.

თუმცა, ამ იდეას უკვე ნეგატიური რეაქციები მოჰყვა უკრაინის ევროპელ მოკავშირეებში. ეს იდეა მოიწონეს ზოგიერთმა უნგრელმა და გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც დაინახეს საშუალება დაწიონ ხარჯები ენერგომატარებლებზე.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ექსპორტის აღდგენა მნიშვნელოვნად გაზრდის მოსკოვის შემოსავლებს. ომამდე ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გერმანია იყო.

როგორც The Financial Times-ი იუწყება, დონალდ ტრამპმა მოითხოვა უკრაინაში ომის სწრაფად დამთავრება, რამაც გამოიწვია დისკუსიები დასავლეთის ქვეყნებში იმ ელემენტების თაობაზე, რომლებიც შეიძლება მოსკოვთან მყარი შეთანხმების საფუძველი გახდეს. აშშ-ს პრეზიდენტი ასევე დაემუქრა ევროკავშირს ტარიფებით, თუ ის არ იყიდის ბუნებრივ აირს ამერიკისგან, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე გაზსადენის აირი.

ევროკავშირში გაზსადენებით მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აღდგენამ ჩინოვნიკები და დიპლომატები ბრიუსელში, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ იმისთვის, რომ რუსეთიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა მაქსიმალურად შემცირებულიყო, გააბრაზა.

„ეს სიგიჟეა. რამდენად სულელები უნდა ვიყოთ, რომ არც კი ვიფიქროთ ასეთ ვარიანტზე“, – განაცხადა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა.

დებატების განახლებამ ზოგიერთი ამერიკელი ბუნებრივი აირის ექსპორტიორი ააღელვა, რადგან ისინი გრძელვადიანი შეთანხმების დადებას გეგმავენ ევროპულ კომპანიებთან. ისინი შიშობენ, რომ ნებისმიერმა უკრაინულმა ტრანზიტის აღდგენამ შესაძლოა მათი პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახადოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,756 ნახვა