Uncategorized

მაკა ბოჭორიშვილი: შეგვიძლია და გვაქვს სურვილი, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რათა ბევრი ურთიერთსასარგებლო პროექტი განხორციელდეს ჩვენ რეგიონში

შეგვიძლია და გვაქვს სურვილი, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რათა ბევრი ურთიერთსასარგებლო პროექტი განხორციელდეს ჩვენ რეგიონში, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მიესალმებიან სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას და გაღრმავებას ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„დღეს ასევე დეტალურად ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებზე. შეგვიძლია და გვაქვს სურვილი, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რათა ბევრი ურთიერთსასარგებლო პროექტი განხორციელდეს ჩვენ რეგიონში. რა თქმა უნდა, მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას და გაღრმავებას ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს, ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი და მისასალმებელია ფართო რეგიონისთვის და რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ამ მიმართულებით ვითარდება ჩვენი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პარტნიორებთან.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ ვისარგებლო ამ შემთხვევით და მოგიწვიოთ თბილისში უახლოეს მომავალში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,774 ნახვა