„ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ უწოდა „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის საქმიანობის შეჩერებას გადაწყვეტილებას, რაც სტრასბურგის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული პირობებით დამტკიცებული რეზოლუციის შემდეგ იქნა მიღებული.
როგორც ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს დელეგაციის ამ გადაწყვეტილებით, ღირსეული და ნაღდი ქართული პასუხი მიიღეს კორუფციაში ამომხრჩვალმა სოროსის თოჯინებმა.
„ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა! არაფერი გვესაქმება იქ, სადაც საქართველოს ინტერესებს, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასა და ჩვენს სუვერენიტეტს არ აღიარებენ! ვაჭრობა, დათქმები, თაღლითობა და ინსინუაცია – დღევანდელი სხდომის პათოსი. დაგვიყენეს უსამართლო პირობა – უფლებამოსილება შეუნარჩუნდება საქართველოს, თუ კანონებს გაიწვევთ და ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებთო. მიიღეს სამართლიანი პასუხი – ან პატივს სცემთ ქართველი ხალხის ნებას და პარტნიორულად, თანასწორად დაგველაპარაკებით, ან არადა – ჯანდაბამდე გზა გქონიათ! ბრავო ქართულ დელეგაციას, ძალიან საამაყო, ღირსეული და ნაღდი ქართული პასუხი მიიღეს, კორუფციაში ამომხრჩვალმა სოროსის თოჯინებმა!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.