SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ აპირებს კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ასტრონავტები გადაარჩინოს, – იუწყება CNN-ი.
მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩატოვა კოსმონავტები კოსმოსურ სადგურზე. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა მას სთხოვა, რომ SpaceX-ი ჩაერიოს ამ საკითხში, რათა ასტრონავტებმა სახლში დაბრუნება შეძლონ.
რამდენიმე თვის წინ NASA-მ შეიმუშავა ასტრონავტების დაბრუნების გეგმა და სთხოვა SpaceX-ს დახმარება ამ გეგმის განხორციელებაში. დეკემბერში ამ გეგმის განხორციელება გადაიდო, რადგან SpaceX-ს მეტი დრო სჭირდება კოსმოსური ხომალდის მომზადებისთვის.
„აშშ-ს პრეზიდენტმა სთხოვა SpaceX-ს რაც შეიძლება მალე დააბრუნოს სახლში კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ორი ასტრონავტი. ჩვენ ამას ვაკეთებთ. საშინელებაა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ისინი იქ ასე დიდი ხნით დატოვა“, – დაწერა მასკმა.
სოციალურ ქსელში ტრამპმა წარმატებები უსურვა მასკს ამ მნიშვნელოვან საქმეში და გამოთქვა იმედი, რომ ყველა უსაფრთხოდ იქნება.
Boeing-ის კოსმოსური ხომალდი „სტარლაინერი“ ორბიტაზე 5 ივნისს გაემგზავრა. სუნიტა უილიამსის და ბარი უილმორის მისია მხოლოდ 8 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ხომალდის ტექნიკური პრობლემების გამო ისინი დედამიწაზე „სტარლაინერით“ ვეღარ დაბრუნდებიან და ამისთვის კოსმოსში Boeing-ის მთავარი კონკურენტის SpaceX-ის ხომალდს გამოიყენებენ.