პოლიტიკა

თეთრი სახლის პრესმდივანი: ბაიდენის ადმინისტრაციამ 50 მილიონ დოლარად ღაზის სექტორისთვის პრეზერვატივები შეიძინა

თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაახლოებით 50 მილიონი დოლარი ღაზის სექტორში პრეზერვატივების შეძენაზე დახარჯა.

მისი თქმით, ეს ხარჯები დონალდ ტრამპის მიერ შექმნილმა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა და მართვისა და ბიუჯეტის სამმართველომ აღმოაჩინეს.

„მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა და მართვისა და ბიუჯეტის სამმართველომ აღმოაჩინეს, რომ გადასახადების გადამხდელთა დაახლოებით 50 მილიონი დოლარი ღაზაში პრეზერვატივების შეძენაზე დაიხარჯა. ეს გადასახადების გადამხდელთა ფულის სულელური ხარჯვაა“, – თქვა მან.

ლევიტის განცხადებით, წინა ადმინისტრაციამ აგრეთვე 37 მილიონი დოლარი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გადაურიცხა და დასძინა, რომ ტრამპმა უკვე გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება ჯანმოს დატოვების შესახებ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,774 ნახვა