სოციალური ქსელები და მედია

ედიშერ გვენეტაძე „ტვ პირველს“ – ბავშვი შევიდა კერძო შენობა-ნაგებობაში, ე.წ. დოქებში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა. რატომ წერთ ამხელა ტყუილს, რატომ წერთ რომ თხრილში ჩავარდა და ეს რიყის პარკში მოხდა?

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით რიყის პარკში VIII კლასის მოსწავლე ღია თხრილში ჩავარდა და გარდაიცვალა.

გვენეტაძე „ტვ პირველს“ სისხლით მოწყურებულ, ტრაგედიით მოსარგებლე ნაძირალებს უწოდებს, რადგან ისინი შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებენ და შემთხვევა არა რიყის პარკში, არამედ კერძო შენობა-ნაგებობაში, ეგრეთწოდებულ “დოქებში” მოხდა.

„“ტვ პირველი“ თქვენ სისხლს მოწყურებულო, ტრაგედიით მოსარგებლე ნაძირლებო! ბავშვი შევიდა კერძო შენობა-ნაგებობაში, კერძოდ ეგრეთწოდებულ “დოქებში”, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა. რატომ წერთ ამხელა ტყუილს, რატომ წერთ რომ თხრილში ჩავარდა და ეს რიყის პარკში მოხდა? ღმერთის მაინც არ გეშინიათ? ვიზიარებ ოჯახის უდიდეს მწუხარებას“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,774 ნახვა