Uncategorized

დონალდ ტრამპი: უფროსი თაობის ადამიანები ბავშვებს სქესის შეცვლაში არწმუნებენ. ეს სახიფათო ტენდენცია ჩვენი ქვეყნის ისტორიის შავ ლაქად დარჩება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებაში არასრულწლოვანების დაცვის შესახებ წერს, რომ დღეს უფროსი თაობის ადამიანები ბავშვებს სქესის შეცვლაში არწმუნებენ და ეს სახიფათო ტენდენცია ქვეყნის ისტორიის შავ ლაქად დარჩება.

„დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მედიკოსები ასახიჩრებენ და სტერილიზაციას უკეთებენ სულ უფრო მეტ ბავშვს, სარგებლობენ რა რადიკალური და ცრუ მტკიცებულებებით იმის თაობაზე, რომ უფროსი თაობის ადამიანებს შეუქცევადი სამედიცინო ჩარევების სერიით ბავშვის სქესის შეცვლა შეუძლიათ. ეს სახიფათო ტენდენცია ჩვენი ქვეყნის ისტორიის შავ ლაქად დარჩება, და ის უნდა დასრულდეს“, – წერია ბრძანებაში.

დოკუმენტში აგრეთვე წერია, რომ უამრავი ბავშვი მალე ინანებს, რომ ის დაასახიჩრეს.

„ბავშვების უთვალავი რაოდენობა მალე ინანებს, რომ ის დაასახიჩრეს და დაიწყებს იმ შემზარავი ტრაგედიის გაცნობიერებას, რომ ვეღარასდროს ეყოლება საკუთარი შვილები და მათ ძუძუს ვერ აჭმევს. უფრო მეტიც, მოწყვლადი ახალგაზრდების სამედიცინო ხარჯები მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება, ვინაიდან მათ მთელი ცხოვრება სამედიცინო გართულებები ელის“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, ტრამპმა დღეს გამოაცხადა, რომ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც არასრულწლოვანებში ქიმიურ კასტრაციასა და სქესის შეცვლის მიზნით სხვა სამედიცინო მანიპულაციებს კრძალავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,774 ნახვა