პოლიტიკა

ტრამპმა დაასრულა ის ტრანსგენდერული სიგიჟე, რომელიც ნებას რთავდა აშშ-ში ბავშვებისთვის სქესის შეცვლას და რეალურად, ხდებოდა მათი დასახიჩრება

დაპირებისამებრ, პრეზიდენტმა ტრამპმა დაასრულა ის ტრანსგენდერული სიგიჟე, რომელიც ნებას რთავდა აშშ-ში ბავშვებისთვის სქესის შეცვლას და რეალურად ხდებოდა მათი დასახიჩრება,-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც არასრულწლოვნებში ქიმიურ კასტრაციასა და სქესის შეცვლის მიზნით სხვა სამედიცინო მანიპულაციებს კრძალავს.

„დღეს მხვდა წილად პატივი ხელი მოვაწერო ბრძანებას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უდანაშაულო ბავშვების ქიმიურ კასტრაციას და სამედიცინო დასახიჩრებას კრძალავს. ჩვენი ქვეყანა აღარ დააფინანსებს, დაასპონსორებს, ხელს შეუწყობს ან მხარს დაუჭერს ე.წ. „გენდერის დამკვიდრების დახმარებას“, რომელმაც ბევრი ძვირფასი სიცოცხლე უკვე გაანადგურა“, – დაწერა ტრამპმა.

როგორც ამერიკის ლიდერმა განმარტა, მისი ბრძანება უკრძალავს სხვადასხვა სააგენტოს ფინანსური დახმარების გაწევას ისეთი დაწესებულებებისთვის, სადაც ხსენებულ სამედიცინო პროცედურებს ატარებენ.“,-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

May be an image of text

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,774 ნახვა