ჟურნალისტი მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქართული ფლოტის გემმა წარმატებით დაიწყო ტვირთების გადაზიდვა.
„საქართველოს მტრების ( შინაური თუ გარეული) გულის გასახეთქად, ჩვენი ქართული ფლოტის გემით, ქართული დროშით მცურავი ,, აია,, თი ვარნადან ( ბულგარეთი) ფოთისკენ უკვე მერამდენედ გადმოგვაქვს რკინგზის ვაგონები, რითაც ხელს ვუწყობთ საქართველოს სატრანზატიო პოტენციალიას გაზრდას! გაუმარჯოს ქართულ ფლოტს! გაუმარჯოს საზღვაო ხაზსს ე-60 -ს“,-წერს მალხაზ გულაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია „ე-60 შიპინგლაინმა“, უკვე მეორე წელია, საფუძველი ჩაუყარა ქართული საზღვაო ფლოტის ჩამოყალიბებას და განვითარებას. კომპანია აქამდე ფლობდა ქართული დროშით მცურავ, ქართული ეკიპაჟით დაკომპლექტებულ სატვირთო-სარკინიგზო ბორანს “აია”. ახლახანს კი, უკვე მეორე სატვირთო-სამგზავრო ბორანი შეიძინეს, რომელიც სრულად ქართული ეკიპაჟით დაკომპლექტდა,მიენიჭა სახელი “დიოსკურია” და ქართული დროშით გადმოცურა ოკეანე, ზღვები, გამოიარა ლამანშის, დარდანელის, ბოსფორის სრუტეები და შევიდა კონსტანცში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „დიოსკურია“ დაიტვირთა და უკვე მოემართება ფოთის ნავსადგურისაკენ. მას უკვე შეარქვეს „შავი ზღვის მარგალიტი“. გემი საკმაოდ მაღალი დონისაა და სრულად აღჭურვილია ტვირთისა და მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაზიდვებისათვის.