პოლიტიკა

ტაკერ კარლსონი: ბაიდენის ადმინისტრაცია პუტინის მოკვლას აპირებდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და კერძოდ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკვლის გეგმას ამუშავებდნენ, – განაცხადა ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ენტონი ბლინკენი არსებული ომის [უკრაინაში] გაგრძელების მომხრე იყო, პუტინის მკვლელობის მცდელობაა. ბაიდენის ადმინისტრაცია მართლა აპირებდა პუტინის მოკვლას“, – თქვა კარლსონმა.

კარლსონს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ და სად უნდა მომხდარიყო პუტინის მკვლელობა, თუმცა ის ასეთ მცდელობებს სულელურს უწოდებს. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამას აკეთებდა იმიტომ, რომ „მისთვის ქაოსი არის დამცავი ფარი“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,702 ნახვა