პოლიტიკა

თათია ჩახვაშვილი- იცნობდეთ ამ ქალბატონს, თბილისის საკრებულოში ნოდარ მელაძის “ჟურნალისტმა” ჩემს კოლეგას ნაბიჭვარი უწოდა- კარგად დაიმახსოვრეთ, თმენის ვალდებულება არ ნიშნავს შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე გატარებას. გირჩევთ, მომავალში კორექტულობა გამოიჩინოთ

თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” თათია ჩახვაშვილი საკრებულოში მომხდარი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნოდარ მელაძის “ჟურნალისტმა” მის კოლეგას, “მასთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ნაბიჭვარი უწოდა”. უმრავლესობის დეპუტატი ამის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს და ამბობს, რომ “თმენის ვალდებულება არ ნიშნავს პირადი შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე გატარებას”.

“ვინც ჩემსავით არ იცნობდით ამ ქალბატონს, გაიცანით “ჟურნალისტი”, რომელიც საკრებულოს წევრს ნაბიჭვარს ეძახის! დღეს თბილისის საკრებულოში ნოდარ მელაძის “ჟურნალისტმა” ჩემს კოლეგას, მასთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ნაბიჭვარი უწოდა, ეს სიტყვა გავიგე და ცხადია, კორექტულობისკენ მოვუწოდე. TV პირველის წყობიდან გამოსული, სახედაკარგული წარმომადგენელი, უტიფრად ამბობს, რომ ჩემი კოლეგის თანდასწრებითაც კვლავ გაიმეორებს, რომ ნაბიჭვარია! მინდა, კარგად დაიმახსოვროთ, თმენის ვალდებულება არ ნიშნავს პირადი შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე გატარებას! ამიტომ, გირჩევთ, მომავალში მეტი კორექტულობა გამოიჩინოთ და პროვოკაციების გარეშე განაგრძოთ “ჟურნალისტური საქმიანობა”! P.S. საბედნიეროდ, ზემოხსენებული ინტერვიუს სრული ჩანაწერი არსებობს, რაც მორიგი სიცრუის ტირაჟირების შემთხვევაში გასაჯაროვდება.”- წერს თათია ჩახვაშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,702 ნახვა