Uncategorized

ვლადიმერ ბოჟაძე „მთავარ არხზე“: რომელიმე მედიის დახურვის არანაირი ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რაც უფრო მეტი არხი იქნება, უფრო უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის კარგად გაერკვეს სიმართლეში

რომელიმე მედიის დახურვის არანაირი ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და პირიქით, რაც უფრო მეტი არხი იქნება უფრო უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის კარგად გაერკვეს სიმართლეში, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „მთავარ არხზე“ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

„როცა ოქუაშვილს წინ ჰქონდა მაგალითი რა უქნა „რუსთავი 2“- ს ნიკა გვარამიამ, არც უნდა ეფიქრა, რომ გვარამია გაეკარებოდა მის ტელევიზიას, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იყო. გახსოვთ, რომ ოქუაშვილს სამართლიანობა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ აღუდგინა, დაუბრუნა ის, რაც წაართვეს მას ჯერ კიდევ 2004 წელს: ტელევიზიები, შესაბამისი შენობა-ნაგებობები და ტყუილის გამავრცელებელი „მთავარი არხი“ პირდაპირ ამ შენობებში განათავსა და შედეგიც მიიღო“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„მთავარმა არხმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია ზაზა ოქუაშვილისა და გოგი ქურდაძის მიმართ ბრალდებებსა და არხის მაუწყებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,774 ნახვა