უცხოური მედია

ჯეი დი ვენსი: უკრაინაში შოკისმომგვრელი კორუფციაა – ყველა მდიდრდება, თავად უკრაინელი ხალხის გარდა, რომელიც აღნიშნული კონფლიქტის გამო იტანჯება

მე აღვნიშნე, რომ არ ვაპირებდი ჩემი ბებიისა და ბაბუისთვის განკუთვნილი დახმარება უკრაინაში გავგზავნო, რათა ზელენსკის რომელიმე მინისტრმა უფრო დიდი იახტა შეიძინოს, – ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში შოკისმომგვრელი კორუფციაა – ყველა მდიდრდება, თავად უკრაინელი ხალხის გარდა, რომლებიც აღნიშნული კონფლიქტის გამო იტანჯებიან.

„ჩემმა აღნიშნულმა კომენტარმა ეს ადამიანები ძალიან გააღიზიანა. იცით რატომ ვთქვი ეს ყველაფერი? რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ენერგეტიკის კომპანიასთან ვისაუბრეთ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანიამ უკრაინის კორუფციასთან დაკავშირებით შოკისმომგვრელი ინფორმაცია მოგვიყვა. საუბარია ენერგეტიკულ კონტრაქტებზე, რომელთა შესყიდვაც ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფულით ხდება. აღნიშნული კონტრაქტები საბოლოოდ მიემართება უკრაინის სამთავრობო მინისტრების ახლობლებისკენ. იდეა შემდეგში მდგომარეობს – ისინი ყიდულობენ კონტრაქტებს კონკრეტულ ფასად, შემდეგ კი მას უფრო ძვირად ყიდიან საკუთარ ახლობლებზე. ყველა მდიდრდება, რა საკვირველია თავად უკრაინელი ხალხის გარდა, რომლებიც აღნიშნული კონფლიქტის გამო იტანჯებიან. მე აგრეთვე დავაკვირდი უკრაინელ ენერგო სფეროს წარმომადგენლებს. რამდენიმე მათგანმა სუპერ იახტები შეიძინეს. გამოდის, რომ ჩვენი გადასახადის გადამხდელთა ფულით კორუმპირებული უკრაინელი მაღალჩინოსნებისთვის იახტებს ვყიდულობთ. ეს ყველაფერი სიგიჟეა და უნდა შეწყდეს. ჩვენ ამერიკელების ინტერესები ყველაზე წინ უნდა დავაყენოთ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,312 ნახვა