პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე ირაკლი კობახიძის საემიროებში ვიზიტზე: საქართველო რომ არ ყოფილიყო მშვიდობის შემნარჩუნებელი, რაც ხელისუფლების დამსახურებაა, აქ 6 მილიარდიან კი არა, მცირე ზომის ინვესტიციასაც არავინ შემოიტანდა

„საქართველოს აქვს გარდაუვალი წინსვლის ეპოქა,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის და იქ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას.

როგორც თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ არა ქვეყანაში არსებული უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა, საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ინვესტიციის განხორციელებას არავინ გადაწყვეტდა.

„ბელგიელმა ბიზნესმენმა ანაკლიის პორტის პროექტის გახსნისას ისტორიული სიტყვა წარმოთქვა, როცა აღნიშნა, რომ საქართველოში დაახლოებით 10 წელიწადში იწყება ოქროს ხანა და ეს ასეა. საქართველოში მართლაც იწყება მეორე „ოქროს ხანა“ და ეს იქნება ანაკლიის პორტი შუა დერეფნის გეგმის სრული ამოქმედების შედეგად თუ სხვა. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ საქართველოში გაერთიანებული საემიროებიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრძანდებოდა, 6 მილიარდიანი ინვესტიცია შემოდის. ეს არის ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, რაც კი საქართველოში შემოსულა. წარმოიდგინეთ, რამხელა თანხის ინვესტირება ხდება საქართველოში და რამ მოიტანა ეს? ერთადერთმა – მშვიდობამ და სტაბილურობამ და საქართველო რომ არ ყოფილიყო მშვიდობის შემნარჩუნებელი, რაც ხელისუფლების დამსახურებაა, აქ 6 მილიარდიან კი არა, მცირე ზომის ინვესტიციასაც არავინ შემოიტანდა. აქედან გამომიდინარე, საქართველოს აქვს გარდაუვალი წინსვლის ეპოქა,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,312 ნახვა