Uncategorized

გურამ მაჭარაშვილი „მთავარ არხზე“: როცა ემსახურები უსამართლობას, ზიზღს ქვეყანაში და ანტისახელმწიფოებრივ პროცესებს, ბოლო აუცილებლად გექნება ყოველთვის ისეთი, როგორიც ჰქონდა თავის დროზე ფაშისტურ ორგანიზაციას გერმანიაში

x

„რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. როცა ემსახურები უსამართლობას, ზიზღს ქვეყანაში და ანტისახელმწიფოებრივ პროცესებს, აუცილებლად ბოლო გექნება ყოველთვის ისეთი, როგორიც ჰქონდა თავის დროზე ფაშისტურ ორგანიზაციას გერმანიაში, როგორიც ჰქონდა თავის დროზე სახელმწიფოებში, იმპერიებში, რომლებიც უსამართლოდ ექცეოდნენ პატარა ქვეყნებს და მედიაში მათ შორის, როდესაც შენ ზიზღის ენით ელაპარაკები აბსოლუტურად ყველას, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„მთავარი არხი“ ერთ-ერთი გამორჩეული არხი იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ტყუილებზე აგებული და საზოგადოებას აწვდიდა აბსოლუტურ დეზინფორმაციას. ტელევიზია თუ რეიტინგული არ არის, მას რა თქმა უნდა ფინანსური პრობლემები ყოველთვის ექნება, ეს ბუნებრივია, რადგან იქ რეკლამას არავინ მიიტანს, ინტერესი ნაკლები იქნება და ა.შ.“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მთავარმა არხმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია ზაზა ოქუაშვილისა და გოგი ქურდაძის მიმართ ბრალდებებსა და არხის მაუწყებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,702 ნახვა