Uncategorized

გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილმა რაც არ უნდა ჩაასწოროს და გამოასწოროს განცხადებები, ის მაინც დარჩება ისტორიაში როგორც საქართველოს ყველაზე მოღალატე პრეზიდენტი

ზურაბიშვილმა რაც არ უნდა ჩაასწოროს და გამოასწოროს განცხადებები, ის მაინც დარჩება ისტორიაში როგორც საქართველოს ყველაზე მოღალატე პრეზიდენტი, – ასე გამოეხმაურა გამოცემა „ჰილისთვის“ მიცემულ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

„ზურაბიშვილმა რაც არ უნდა ჩაასწოროს და გამოასწოროს განცხადებები, ის მაინც დარჩება ისტორიაში როგორც საქართველოს ყველაზე მოღალატე პრეზიდენტი. მისი სტილია, რომ საქართველოს უღალატოს. ამას არც მალავს. პირდაპირ ამბობდა განცხადებებში და ამბობს, რომ მისი პატრონები არიან უცხოეთში. მას ლეგიტიმაცია უცხოეთიდან აქვს, ქართველი ხალხი არ უყვარს, ეს არაერთხელ დაადასტურა იმით, რომ გამოყარა თავისი ადმინისტრაციიდან ხალხი, ვინც შეკითხვებით იყო მისული. ასევე არაერთ განცხადებაში დაადასტურა, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დაადასტურა, რომ არა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, არამედ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელსო. განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულ ზიზღს იჩენს ქართული იდენტობის მიმართ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გამოცემა „ჰილმა“ გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ციტატა ჩაასწორა. თავდაპირველ ტექსტში ზურაბიშვილის გზავნილი იყო, „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს“. ჩასწორებული ტექსტის მიხედვით კი, ზურაბიშვილის „გზავნილია, რომ შტატებმა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის „სათამაშო მოედანი“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,312 ნახვა