უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ის დაარწმუნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ბუდაპეშტის წინააღმდეგ ადრე შემოღებულ სანქციებს გააუქმებს.
„ჩემმა ახალმა კოლეგამ – საგარეო საქმეთა მინისტრმა [მარკო რუბიომ] დამარწმუნა, რომ უნგრულ-ამერიკული პოლიტიკური ურთიერთობების სისტემა განახლდება. ეს მოიცავს იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატების მიერ შურისძიების მიზნით ადრე მიღებული ზომები გაუქმდება“, – დაწერა სიიარტომ რუბიოსთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ცნობისთვის, აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ უნგრეთთან ორმხრივი საგადასახადო შეთანხმება გააუქმა და უნგრელებისთვის ამერიკაში შესვლის პირობები გაამკაცრა, რათა ამით ოფიციალურ ბუდაპეშტზე მოსკოვთან და პეკინთან დაახლოების გამო ზეწოლა
Facebook Comments Box