უცხოური მედია

სპეციალურ მისიებში ტრამპის წარმომადგენელი სერბეთში მიმდინარე აქციებზე – ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მათ, ვინც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას ან ძალისმიერად იღებს სამთავრობო შენობებს

ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მათ, ვინც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას ან ვინც ძალისმიერად იღებს სამთავრობო შენობებს. თუ არ მოგწონთ კანონი ან ლიდერი, იმუშავეთ ამის შესაცვლელად, მაგრამ არ მიმართოთ ძალადობას, – ამის შესახებ სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი სერბეთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

გრენელი აცხადებს, რომ დემოკრატიული პროცესი დაცული უნდა იყოს.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია ხმის ამაღლება, რათა მოგისმინონ. თუმცა ყველამ უნდა დაგმოს ძალადობა და მშვიდობიანი დემონსტრაციები ამჯობინოს. დემოკრატიული პროცესი დაცული უნდა იყოს. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მათ, ვინც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას ან ვინც ძალისმიერად იღებს სამთავრობო შენობებს. თუ არ მოგწონთ კანონი ან ლიდერი, იმუშავეთ ამის შესაცვლელად, მაგრამ არ მიმართოთ ძალადობას“, – აცხადებს რიჩარდ გრენელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,929,758 ნახვა