ევროკომისია წინასწარ ემზადებოდა იმის გამოსაცხადებლად, რომ ბელარუსის არჩევნები მოჩვენებითია, ამას არავითარი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, გერმანიის პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, დეტლეფ ბაუერმა განაცხადა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.
„ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ბევრი წავიკითხე და ბევრი რამ მსმენია. მაშინაც კი, დასავლეთი, დასავლური პარტიები და ევროკომისია ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები არ ჩატარდა სწორად და ისინი არ აღიარებდნენ პრეზიდენტ ლუკაშენკოს. წელს კი ევროკომისია წინასწარ ემზადებოდა, გამოეცხადებინა, რომ ეს არჩევნები მოჩვენებითია, ბელარუსების არჩევანი არასწორია და, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი არ აღიარებენ ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტად, მაგრამ ამას არავითარი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან, საერთოდ არაფერი“, – განაცხადა ბაუერმა.
ამასთან, როგორც ბულგარეთის პოლიტიკური პარტია „აღორძინების“ წევრმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, კრასტიო ვრაჩევმა აღნიშნა, ის არ მიიჩნევს, რომ ბელარუსში დიქტატურაა.
„ისინი ამბობენ, რომ აქ დიქტატურაა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ბელარუსში რეალობა სულ სხვაა. ადამიანები მშვიდად არიან და მარტივად ურთიერთობენ, ევროპაში ასე არ არის“, – განაცხადა ვრაჩევმა.